მსოფლიო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი დააკავეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი, ალექსანდრ ავაკოვი დააკავა.  როგორც უკრაინული სააგენტოები წერენ, ალექსანდრ ავაკოვი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

ამასთან, როგორც არსენ ავაკოვის ყოფილი მრჩეველი ილია კივა აცხადებს, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ალექსანდრ ავაკოვის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და მობილური ტელეფონები და პლანშეტები წაიღეს. ჩხრეკის შესახებ ცნობას ადასტურებს თავად არსენ ავაკოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის შვილის დაკავება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014-2015 წლებში დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებისთვის ზურგჩანთების შესყიდვის საქმეს უკავშირდება.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close