საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს დედა: იმიტომ გვიმალავენ, რომ არიან მაგრად ნაცემები

ჩემი შვილი არის მეომარი, ჩემი შვილი პოლიტიკოსი არ არის, ის ებრძვის უკრაინის და საქართველოს საერთო მტერს – ეს განცხადება, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, ივანე ნადირაძის დედამ გააკეთა. ნადირაძე უკრაინის დანარჩენ 8 ქართველთან ერთად უკრაინის უშიშროების სამსახურმა 17 ნოემბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდა, თუმცა დაკავებულები, მათ შორის არც ნადირაძე საქართველოში ამ დრომდე არ ჩამოუყვანიათ.
მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. დაკავებულების ახლობლები გუშინ გვიან ღამემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ.
“კაფეში დააკავეს ყავის სმის დროს. მე ისიც დავინახე როგორ უხეშად მოექცნენ. როგორია დედისთვის იმის დანახვა, შვილს როგორ დაარტყეს. ახლაც იმიტომ არ გვაჩვენებენ, იმიტომ გვიმალავენ რომ არიან მაგრად ნაცემები. იქიდან აცხადებენ კიდეც იმას, რომ არიან მაგრად ნაცემები. აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გავარკვიე. ჩემი შვილი არის მეომარი, ჩემი შვილი პოლიტიკოსი არ არის, ის ებრძვის უკრაინის და საქართველოს საერთო მტერს,”-განაცხადა ვანო ნადირაძის დედამ ანა მაღრაძემ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close