საზოგადოება

,,პირობას ვდებ, 10 სექტემბრიდან ისეთი აქციები დაიწყება, სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ჩემი შვილის საქმის დეტალებს”

“ფაქტია, მართველი გუნდი დღესაც ცდილობს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს კომისიის მუშაობა, რასაც აქციების დროსაც ცდილობდა. მათ თავადვე შესძინეს პოლიტიკური ელფერი ამ აქციებს, არადა ეს იყო უბრალო მოთხოვნა, რომ აღდგენილიყო სამართლიანობა. მე მათ მივეცი დრო, საშუალება იმისთვის, რომ საპარლამენტო კომისია შექმნილიყო და დღეს გამოდიან და იმაზე ლაპარაკობენ, თითქოს საპარლამენტო კომისიის პრესტიჟი, პროკურატურის, შსს-ს პრესტიჟი.. შეგნებულად წამოვიღე ჩემი შვილის სურათი, ამისთვის პრესტიჟი აღარ არსებობს. ის მიწაში ლპება და მე მოვუხმობ პირდაპირ მმართველ გუნდს, გონს მოეგონ! თორემ პირობას ვდებ, 10 სექტემბრიდან ისეთი აქციები დაიწყება, სხვა ხელისუფლება გამოიძიებს ჩემი შვილის საქმის დეტალებს” _ განაცხადა ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close