მსოფლიო

ტრამპმა საიმიგრაციო დაკავებების ქსელი გააფართოვა – ნიუ იორკში 400 000 არალეგალი ცხოვრობს

ამერიკაში, წელს საიმიგრაციო პოლიციამ (ICE) დააკავა 69 ადამიანი სასამართლო დაწესებულებებში და მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მოხელეები ხელს უწყობენ ტრამპის მიერ გამოცხადებულ დევნას.
მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში, პრეზიდენტმა ტრამპმა გააფართოვა საიმიგრაციო დაკავებების ქსელი, ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ და გუბერნატორმა ანდრიუ კუომომ, გააკეთეს ყველაფერი, რომ ქალაქის და სახელმწიფო მოხელეებს არ ეთანამშრომლათ საიმიგრაციო პოლიციასთან (ICE) არამოქალაქეების დაკავების და დეპორტაციის მიზნით, მაგრამ სასამართლოები, სადაც საიმიგრაციო პოლიციის ოფიცრები დაშვებულნი არიან თავისუფლად, არ შედიან ქალაქის და შტატის იურისდიქციაში, ისინი OCA ექვემდებარებიან.
საიმიგრაციო პოლიციის თანამშრომლებმა უნდა განაცხადონ თავიანთ შესახებ, როცა სასამართლოს შენობაში შედიან და ვერ განახორციელებენ დაკავებას სასამართლოს დარბაზში. “ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ მათი მოღვაწეობა არ დააყენებს საფრთხის ქვეშ სამოქალაქო უსაფრთხოებას,” განაცხადა OCA წარმომადგენელმა ლუჩიან ჩალფენმა.
რაც უფრო მეტი დაკავება ხორციელდება ICE მიერ სასამართლოებში, მით მეტი არალეგალი ირჩევს სახლში დარჩენას და არ მიმართავენ სასამართლოს ოჯახური ძალადობის ან სამსახურეობრივი უსამართლობის შემთხვევაში.
კარმენ მარია რეი, დირექტორის მოადგილე პროექტში Sanctuary for Families, ლაპარაკობს თავის ერთერთი კლიენტის მძიმე მდგომარეობაზე: 37 წლის ქალბატონი ცენტრალური ამერიკიდან, რომელმაც არ მიმართა სასამართლოს თავის გოგონაზე მეურვეობის დაბრუნების მიზნით, რადგან მისი მოძალადე პარტნიორი დაემუქრა, რომ დარეკავდა საიმიგრაციო პოლიციაში და ეტყოდა მის ადგილსამყოფელს, რასაც ქალბატონის დეპორტაცია მოყვებოდა. “რომელი ჯობია მისთვის, ეცადოს რომ ბავშვის მამას მოელაპარაკოს შვილის მონახულებაზე, თუ დეპორტაციაში მოყვეს და ვეღარასოდეს ნახოს თავის გოგონა?” კითხულობს კარმენ რეი.
ნიუ იორკში, სადაც 400 000 უდოკუმენტო ცხოვრობს, მოსახლეობის რაოდენობა რომელსაც ეს პრობლემა შეეხო არ არის უმნიშვნელო. ფედერალური მთავრობის მიერ ნაწილობრივად შეჩერებული Temporary Protected Status პროგრამა და DACA პროგრამის შეჩერება, უახლოეს თვეებში გაზრდის შიშის დონეს უდოკუმენტო მოსახლეობაში.
ადვოკატი ლი ვანგი აცხადებს, რომ სასამართლო შენობებში ICE წარმომადგენლები სარგებელს ნახულობენ, როგორც ის აღწერს “მეგობრობიდან სამართალდამცველ ორგანოებს შორის.”
თებერვლიდან მოყოლებული, მისი ჯგუფი აგროვებს შემთხვევებს, როცა სასამართლო ოფიცრებმა ხელი შეუწყვეს საიმიგრაციო პოლიციას ICE განეხორციელებინათ დაკავება, სულ ცოტა 12-ჯერ მაინც, ინფორმაცია მოწოდებული თვითმხილველების და ადვოკატების მიერ.
თუ ადვოკატებს უნდათ, რომ საიმიგრაციო პოლიციას ხელი შეუშალონ სასამართლოებში დაკავებების განხორციელებისგან, მაშინ მათ უნდა უჩივლონ საიმიგრაციოს. 

ამ წერილს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი, ლევან ნათალიშვილი villagevoice.com -ზე დაყრდნობით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close