კატეგორიის გარეშემსოფლიო

ტრამპი CNN-ს სცემს, აშშ-ის პრეზიდენტის სკანდალური ვიდეო

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მედიის წინააღმდეგ კამპანიას განაგრძობს.

პრეზიდენტმა ტვიტერში, სადაც მას 33 მილიონი მიმდევარი ჰყავს, დამონტაჟებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. 28-წამიან კლიპში დონალდ ტრამპი მამაკაცს სცემს, რომელსაც სახეზე ტელეკომპანია CNN-ის ლოგო აქვს.

CNN-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, “სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენს”.

დონალდ ტრამპმა ტელეკომპანიის კრიტიკა მას შემდეგ გააძლიერა, რაც CNN-მა რუსეთთან კავშირების შესახებ მომზადებული სტატია ვებგვერდიდან მოხსნა, პროტესტის ნიშნად კი სტატიის ავტორებმა სამსახური დატოვეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close