საზოგადოება

,,ტერორისტები თუ კრიმინალები ქვეყანაში თავისუფლად იკიდებენ ფეხს”

პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას fecebook-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის რუსულ სტილში, არაპროფესიონალურად და თანმდევი შედეგების იგნორირებით ჩატარდა.

“სუს-ი ძირითადად პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალითა და არჩევნებში ქართული ოცნების ხელშეწყობითაა დაკავებული. ამაში იხარჯები როგორც ფინანსური და მატერიალური, ასევე საკადრო რესურსები, ტერორისტები თუ კრიმინალები კი ქვეყანაში თავისუფლად იკიდებენ ფეხს. ეს სპეცოპერაცია იყო რუსულ სტილში ჩატარებული: არაპროფესიონალურად და თანმდევი შედეგების იგნორირებით. ერთი ტანკს არ შეუნგევია კორპუსი, თორემ დანარჩენი ყველაფერი დაატყდათ თავს. ბევრ რამეზე მოუწევს ხელისუფლებას პასუხის გაცემა”,-წერს გოცირიძე.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close