პოლიტიკა

ტელეიმედმა გიორგი გუგავა თბილისის მერობის კანდიდატების დებატებში არ მიიწვია

,,ტელეკომპანია იმედზე მიმდინარეობს თბილისის მერობის კანდიდატების დებატები, სადაც ყველა კანდიდატია წარმოდგენილი გარდა გიორგი გუგავასი. მიზეზად დაასახელეს, რომ თურმე პარტიის ლიდერის და ჩემი გამონათქვამები ყოფილა მათვის შეურაცმყოფელი.
ჯერ ერთი სტუდიაში იმ პარტიის წარმომადგენლები ყავთ მიწვეული, ვისაც თავის დროზე იმედის დარბევის ბრძანება აქვს გაცემული, ხოლო ივანიშვილი (როლის ჯიბის ტელევიზიადაა დღეს ქცეული, ხოლო სანაცვლოდ პენსიონერების საძარცვად პატარკაციშვილების ოჯახმა ბანკი “ლიბერთი” მიიღო ) ყიდულობდა დარბევის იარაღს და პრემიებს გასცემდა მარბიელ სპეცნაზელებზე, მაშინ როდესაც ჩვენ სიცოცხლის რისკის ფასად ვიცავდით ამ ტელეკომპანიას.
სინამდვილეში, დღეს იმედმა კახი კალაძის დაკვეთა შეასრულა, რომელსაც სტუდიაში არ სურდა გიორგი გუგავას ხილვა, რომელიც დაუფარავად და შეულამაზებლად ამხელდა მის მაფიოზურ საქმიანობას” _ წერს ფეისბუქის გვერდზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close