საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

“აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს არც ადამიანის და არც ცხოველის/ფრინველის ჯანმრთელობისთვის. მავნებელს არ გადააქვს დაავადებები და ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში არ არის მომწამვლელი. როგორც ყველა მწერს – კალიას, ხოჭოს, პეპელას, რომელიც მდიდარია ცილებით, აზიურ ფაროსანასაც ეტანებიან ფრინველები. როგორც ცნობილია, აზიურ ფაროსანას აქვს დამცავი მექანიზმი – იგი სპეციფიკურ სუნს უშვებს. არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ ცხოველის/ფრინველის მიერ საკვებად მიღების შემთხვევაში, აღნიშნული სპეციფიკური სუნი ხორცის საგემოვნო თვისებებზე აისახება, თუმცა, ხშირად უსიამოვნო ფსიქოლოგიურ განწყობას ქმნის.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური განწყობა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპეციალიზირებულ ფერმებში არსებული სტანდარტი, რაც გულისხმობს მოცდის პერიოდის გამოყენებას და ცხოველის/ფრინველის დაკვლამდე 10 დღით ადრე საკვები დანამტების (მაგ., თევზის ფქვილი) კვების რაციონიდან ამოღების ღონისძიებას ითვალისწინებს.” _ ნათქვამია განცხადებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close