პოლიტიკა

“სუპერ მიხო” _ სააკაშვილი კომიქსის გმირი გახდა (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი კომიქსის გმირი გახდა. „სუპერ მიხო“: ანუ ისტორია იმის შესახებ, როგორც დაიწყო უპასპორტო უკრაინელის ლაშქრობა კიევში“ – ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომიქსის ჟანრში გაკეთებულ ვიდეში ისტორია ვარშავიდან იწყება. რუკაზე ის მარშრუტია ნაჩვენები, რომლითაც სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში გაემგზავრა. მას ხელში „ მსოფლიო მოქალაქის“ დოკუმენტი უჭირავს.

კომიქსის ავტორებმა ვებგვერდ „მშვიდობისმყოფელზე“ სააკაშვილის გვერდი შექმნეს. მისამართის გრაფაში „უსახლკაროა“ მითითებული.

ვიდეო უკრაინაში სააკაშვილის მიერ წამოწყებულ საპროტესტო გამოსვლებსაც მოიცავს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close