საზოგადოება

სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი “შავნაბადამ” გახსნა (ფოტო/ვიდეო)

სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა.

ანსამბლი ევროპის საბჭოს სასახლეში ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდის წინაშე წარდგა. საათ-ნახევრიანი საკონცერტო პროგრამიდან „შავნაბადას“ 20 წუთი დაეთმო.

განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა ევროკავშირის ჰიმნის განსხვავებულმა ვერსიამ. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემდაამუშავა.

ქართველი შემსრულებლების გამოჩენას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა. ფორუმის მონაწილეების შეფასებით, ეს იყო ჰარმონიის, ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

შავნაბადა“ მსოფლიო ფორუმზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით ჩავიდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close