საზოგადოება

,,SOS! აფხაზეთის ომის ვეტერანს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან!”

,,სასწრაფოდ!

ათი შვილის მამას, აფხაზეთის ომის ვეტერანს ვეფხია ღვალაძეს მეუღლის და შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან?!

დღეს დამიკავშირდა ვეფხია ღვალაძე და აღმაშფოთებელი ინფორმაცია მომაწოდა. მას იარაღით დაემუქრნენ. თუ არ შეწყვეტს მისი ცემის ფაქტის გამოძიების მოთხოვნას, რომელშიც ჯანყარაშვილი ფიგურირებს. უთხრეს, რომ ოჯახის წევრებს მოუკლავენ.

აღნიშნული ფაქტი რამდენიმე კვირის წინ მოხდა და პირდაპირ კავშირშია მის 5 დღიან გაუჩინარებასთან.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება და შეწყდეს ვეფხია ღვალაძის ტერორი.

როგორც ღვალაძისგან მაქვს ინფორმაცია, იგი, ორი წლის წინ, სასტიკად სცემეს ჯანყარაშვილმა და მისმა თანხლებმა პირებმა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის გამოძიება არ ხდება გასაგები მიზეზების გამო…
ცემის შემდეგ ღვალაძეს დასჭირდა სამედიცინო ჩარევა. კერძოდ, მას გაუკეთდა ოპერაცია, რომლის შემდეგაც იგი ახლაც უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ღვალაძე იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში და დახმარებას ითხოვს.

გთხოვთ ყველას, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია. ქვეყანაში იარაღით შანტაჟის დრო უნდა დასრულდეს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი, ნიკა მემანიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close