საზოგადოება

,,ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები, რამდენიმე თვეში, თბილისში წარმომადგენლობით ოფისს გახსნიან”

     საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის წარმომადგენლები და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წამომადგენლები შეხვდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს და ჰააგის სასამართლოს  გამწესრიგებელს, ერმან ვან ჰებელს. შეხვედრაზე  ისაუბრეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და რუსეთის როგორც ოკუპანტი მხარის მიერ ჩადენილ  სამხედრო დანაშაულებებზე,  რომელსაც ადგილი ჰქონდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, სადაც განხორციელდა  ქართველთა ეთნოწმენდა და დღესაც გრძელდება ოკუპანტი რუსეთის მხრიდან  მცოცავი ანექსია საქართველოს მიმართ. ამით ილახება ადგილობრივი მაცხოვრებლების, ეთნიკურად ქართველების ისეთი კანონიერი უფლებები, როგორიც არის საკუთრების და სიცოცხლის უფლება. ჩამოსულმა სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
 ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები, რამდენიმე თვეში, თბილისში წარმომადგენლობით ოფისს გახსნიან. შეხვედრისას  დაიგეგმა სამომავლოდ ურთიერთ თანამშრომლობის პრესპექტივები.  როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა  გიორგი თევზაძემ  ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. აღნიშნული შეხვედრაზე  მხარეებმა  დააფიქსირეს  პოზიციები რომლის  შემდეგაც, შეხვედრა  წარიმართა ურთიერთშეკითხვების რეჟიმში.
 ,,ჩვენის მხრივ, სრული ინფორმაცია მივაწოდეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ასევე, ხაზი  გავუსვით იმას,  რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ დაწყებულა მხოლოდ 2008 წელს. რუსეთმა საქართველოს მიმართ საომარი მოქმედები ჯერ კიდევ  1992 წელს,  ძირძველ ქართულ რეგიონში აფხაზეთში ჩაატარა,  რის შემდგომაც  მოახდინა ეთნიკურად ქართველების ეთნოწმებდა, ხოლო ძირძველ ქართულ რეგიონიდან  სამასი ათასზე მეტი ქართველი იქცა საკუთარ სამშობლოში  დევნილად. დღეს,  საქართველოს ორი ძირძველი რეგიონი, აფხაზეთი და სამჩაბლო რუსეთის მიერ    ოკუპირებული და ანექსირებულია. აუცილებელია, ჰააგის სასამართლომ ზედმიწევნით შეისწავლოს ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს და პასუხი აგებინოს დამნაშავე  მხარესა და პირებს” _ განაცხადა თევზაძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close