საზოგადოება

ჯეჯელავა სკოლის შენობებში, სართულებზე ბოსტნების გაკეთებას აპირებს

,,გვინდა, სკოლებში ბოსტნები იყოს” _  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი ინიციატივა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაახმოვანა.

მინისტრის თქმით, მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი უნდა ჰქონდეთ:

,,ბრიუსელში ვიზიტის დროს იყო ერთ-ერთი სტარტაპი, რომელიც პორტატულ, კომპაქტურ ბოსტანს აკეთებს. ბოსტანი სართულებზეა განლაგებული.

ჩვენ ძალიან დავინტერესდით და გვინდა, რომ სკოლებში ანალოგიურად პატარა ბოსტნები იყოს და მოსწავლეებს თავიანთი შრომის ნაყოფი ჰქონდეთ” _ აღნიშნა ჯეჯელავამ გადაცემა “რეალურ სივრცეში” სტუმრობისას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close