ჯანდაცვა

,,ძალიან მალე ლისის ტბასთან ონკოლოგიური საავადმყოფო აღარ იარსებებს” _ საგანელიძის ,,ღვაწლი” აქაც ჩანს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ ,,ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა, რომ ფონდს ფინანსური გაჭირვება აქვს, მიუხედევად ამისა, ის შედეგები, რაც ამ უწყებამ მისი მუშაობით მიიღო, ძალიან შთამბეჭდავია.

,,ჩვენი შემოსავლები ძალიან შეზღუდულია იმ ფონზე, რომ ჩემი მისვლის დროს დამხვდა ძალიან დიდი კრედიტები, რომელიც საპარტნიორო ფონდს ჰქონდა აღებული საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ფინანსები გვიჭირს, თუმცა ყველაზე კარგ მაგალითს გეტყვით, რითაც შეიძლება შეფასდეს საპარტნიორო ფონდის საქმიანობა: სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტებში ჩადებულ ყოველ ერთ დოლარზე, ფონდმა 8 დოლარის გარედან მოზიდვა შეძლო, რაც ფანტასტიურად კარგი მაჩვენებელია. თან ვართ სავალუტო ფონდის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რადგან ის ჩვენს რისკებს, როგორც სახელმწიფოს რისკებს და ვალდებულებებს აღიქვამს. ასე, რომ გვიჭირს, კი არ ვწუწუნებთ, მაგრამ ასეა… „ – განაცხადა დავით საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, საპარტნიორო ფონდს ძალიან ბევრი უცხოური საფინანსო ინსტიტუტი სთავაზობს დაბალი საპროცენტო განაკვეთებით დაფინანსებას. ამ თანხებს ფონდი საქართველოში, სხვადასხვა ბიზნესში ჩადებდა, თუმცა ამ ვალდებულებების აღებას ფონდი ვერ ახერხებს, რადგან ის შეზღუდულია.

ჩვენი კი ვიტყვით, რომ საპარტნიორო ფონდში საგანელიძის ,,ღვაწლი”-ს შეფასება შეიძლება თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ონკოლოგიური საავადმყოფოს ამჟამინდელი მდგომარეობითაც. რამდენიმე თვის უკან, euronews.ge წერდა, რომ საპარტნიორო ფონდმა ხელში ჩაიგდო თბილისში მდებარე სამი საავადმყოფო _ ონკოლოგიის ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და რესპუბლიკური საავადმყოფოები. ამ ეტაპზე შევძელით გაგვერკვია, რა მდგომარეობაა ონკოლოგიურში. ერთ დროს პრესტიჟული ონკოლოგიური საავადმყოფოს გაპარტახებულ შენობაში დღემდე მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები. როგორც შევიტყეთ, წამყვან სპეციალისტებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ზოგიც თავად ტოვებს კლინიკას, რადგან, რამდენიმე თვეა  ხელფასები არ გაიცემა. ავადმყოფებს სიბინძურეში უწევთ მკურნალობა და ამის გამო, ყურს არავინ იბერტყავს. მედპერსონალი ვარაუდობს, რომ ფონდის მესვეურებს გადაწყვეტილი აქვთ, საავადმყოფო ბოლომდე გაანადგურონ და ტერიტორია კომერციული კუთხით  გამოიყენონ. იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს ვარაუდი სიმართლეს შეეფერება და ძალიან მალე, ლისის ტბასთან ონკოლოგიური კლინიკა აღარ იარსებებს.

ამ საქმეში ,,ღვაწლსაც” ვერ დავუკარგავთ დავით საგანელიძეს. euronews.ge აუცილებლად გაარკვევს რა ხდება საპარტნიორო ფონდის კუთვნილ კიდევ ორ კლინიკაში _ ბავშვთა ინფექციურ  და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close