საზოგადოება

შეიტანეს თუ არა ბაგა-ბაღებში უხარისხო ხორცი?-მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა

 ექსკლუზივი-სკანდალი

გასულ კვირას, საზოგადოებაში გავრცელდა ხმა, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ცუდი ხარისხის ხორცი შეიტანეს. ბოლო დროს, ბაღებთან დაკავშირებით სკანდალებმა იმატა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. რამდენიმე ბაღში დავრეკეთ და ვიკითხეთ, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ასეთ ფაქტს, მაგრამ ზოგმა ტელეფონი გაგვითიშა, ზოგმაც იუარა, საიდან მოიტანეთო?         საქართველოს სკოლამდელი განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა მზია ფაილოძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ ჩაგვაწერინა.

მზია ფაილოძე:

_ სამწუხაროდ ბაგა-ბაღების კვების თემა ისევ და ისევ აქტუალურია. 2 მარტის ინფორმაცია, თითოქოს უვარგისი ხარისხის ხორცი შევიდა ბაღებში, არ არის სწორი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პოზიცია, რამდენიმე ბაგა-ბაღში სააგენტოდან დარეკეს და დირექტორებს მისცეს ე.წ. სიტყვიერი ბრძანება, რომ გამოეძახათ სურსათის უვნებლობის სააგენტო და ხორცი ლაბორატორიულ კვლევაზე გაეგზავნათ. მეც დამიკავშირდნენ ანალოგიურად დირექტორები და 2 საბავშვო ბაღი შევამოწმე ხორცის ვარგისიანობაზე. ამ ფოტოებსაც გადმოგცემთ.

.

   _ კონკრეტულად გვითხარით, თქვენ ვინ დაგირეკათ?

_ ამჯერად ვინაობას არ გაგიმხელთ, მაგრამ მე პირადად მიჩნდება კითხვა _ ვის ინტერესებს ემსახურება სააგენტოს მხრიდან ასეთი სახის ქმედება? ვის წისქვილზე ასხამს წყალს სააგენტო?!

ბაგა-ბაღების დირექტორებმა ამ ავანტურაზე უარი თქვეს, რის გამოც, იმავე დღეს, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები შევიდნენ ბაღებში ე.ი. დაუმორჩილებელ დირექტორებს ე.წ “ეგზეკუცია” მოუწყეს, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვერ ნახეს.

 _ რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ბაღიდან მაინც წაიღეს ლაბორატორიულ კლევაზე ხორცი…

  _ დიახ, იმ დირექტორებმა, რომლებმაც ვერ გამოიჩინეს პრინციპულობა და ზეწოლას ვერ გაუძლეს, გამოიძახეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები და წაიღეს ხორცი კვლევაზე. თანაც, ბოდიში მოიხადეს, ვიცით, ხორცი ცუდი არ არის, მაგრამ სხვაგვარად არ შეგვეძლოო.

  _ მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ვის ცდილობს, განგებ სკანდალი ააგოროს?

_  პირველ რიგში, უკვე აშკარად იკვეთება უარყოფითი დამოკიდებულება მომმარაგებლი კომპანიის მიმართ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უამრავი შენიშვნები, ჯარიმის სახით არის გამოწერილი შპს ,,ნილის” წინააღმდეგ და ბრძანებაც სააგენტოს მხრიდან მოდის. მეორე ის, რომ ასეთ დაძაბულ რეჟიმში ზარალდება ბაგა-ბაღების კოლექტივი, რასაც გავლენა ხშირ შემთხვევაში აქვს აღსაზრდელებსა და მშობლებზეც. მუშაობა ბაგა-ბაღებში გართულებულია და აღარავის სცალია მეთოდური თუ შემოქმედებითი მუშაობისთვის. მსგავსი პრეცენდენტი ბაგა-ბაღების ისტორიაში არ ყოფილა. იმედს ვიტოვებ, რომ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი პრინციპულობას გამოიჩენს და კანონის ჩარჩოებში მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემებს.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close