მსოფლიო

,,ტრამპის მოსვლის შემდეგ, სასამართლოებში დაკავებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა”

დებატები იმის შესახებ, უნდა ითანამშრომლონ თუ არა ნიუ იორკის სასამართლოებმა საიმიგრაციოს ფედერალურ აგენტებთან გამწვავდა, როცა სამშაბათს ათეულობით სახალხო დამცველი გამოვიდა ქუჩაში ბრუკლინის კრიმინალური სასამართლოს შენობიდან პროტესტის ნიშნად, რომ შეწყდეს იმიგრანტების სასამართლო შენობებში დაკავება.
ამ თვის დასაწყისში, ჯენარო ერნანდესი ბრალდებულ იქნა ქალზე ძალადობაში. ის სასამართლო მოსმენას ელოდებოდა ბრუკლინის სასამართლო შენობის მოსაცდელში, როცა საიმიგრაციო აგენტებმა(ICE) იგი დააკავეს.

ამ თვის დასაწყისში, ჯენარო ერნანდესი ბრალდებულ იქნა ქალზე ძალადობაში. ის სასამართლო მოსმენას ელოდებოდა ბრუკლინის სასამართლო შენობის მოსაცდელში, როცა საიმიგრაციო აგენტებმა(ICE) იგი დააკავეს.
იურიდიული დახმარების ადვოკატი ჯეინ სამპერი შეესწრო ამ ფაქტს. მოპასუხეს წარმოადგენდა სხვა ადვოკატი.
“მე დავინახე მისი ადვოკატი როგორ იმეორებდა <<მე მინდა დაველაპარაკო ჩემს კლიენტს.>> და შემდეგ ერნანდესი გადაიყვანეს სასამართლოს უკან დახურულ დარბაზში,” – თქვა სამპერმა.
კლიენტის ადვოკატს არ ქონდა შესაძლებლობა პირადად დალაპარაკებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს საიმიგრაციო ოფიცრების თანდასწრებით. მას მერე, რაც ადვოკატმა მოსამართლეს გააგებინა მომხდარის შესახებ, ერნანდესს მისცეს შესაძლებლობა, თავისივე მოსმენას დასწრებოდა, რის შემდეგაც იგი ICE აგენტებმა პატიმრობაში აიყვანეს და ეხლა ცდილობენ, დეპორტი გაუკეთონ უკან მშობლიურ მექსიკაში.
სამშაბათს, საიმიგრაციო აგენტების ბრუკლინის სასამართლოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია, სწრაფად გავრცელდა სახალხო დამცველებს შორის, რასაც მალევე მოყვა სპონტანური საპროტესტო მსვლელობის მოწყობა ბრუკლინის სასამართლო შენობის წინ.
ICE აგენტებმა 39 ადამიანი დააპატიმრეს წელს სასამართლო შენობებში, სასამართლოს ადმინისტრაციის ოფისის მონაცემებით. მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია გასული წლიდან, რომ შეადა
არონ, მაგრამ როგორც ადვოკატები ამბობენ, ტრამპის მოსვლის შემდეგ, სასამართლოებში დაკავებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
ICE პრეს-სპიკერმა რეიჩელ იონგ იოუმ განაცხადა, რომ დაკავებები სასამართლო შენობებში აუცილებეია, რადგან სამართალ დამცველები არ თანამშრომლობენ საიმიგრაციო პოლიციასთან ნიუ იორკის “თავშესაფარი ქალაქის” პოლიტიკის გამო.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close