სამართალი და კრიმინალი

სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს,” – ეს განცხადება სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელა.

„კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია,“ – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

საავრაუდოდ, სპეცოპერაციის ადგილზე სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილიც იმყოფება.

“კურიერის” ინფორმაციით, მიმდინარეობს 2 პირის დაკავება, რომლებსაც ბრალი ედებათ ტერორიზმში. წინასწარი ინფორმაციით ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close