საზოგადოება

,,საპატრულო პოლიციას ვთხოვ, ნუ დააჯარიმებს მძღოლებს ამ გზაჯვარედინზე” _ ეს რა კოშმარი მოაწყეთ?

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

 _ აღიარეთ ახლა, ახალი “სიბრძნე”ვინ გადმოაფრქვია ყაზბეგის გამზირზე? ამ დღეებში აქ, უსამართლოდ უამრავი ჯარიმა დაიწერა.
1. რის საფუძველზე გაუქმდა ორმხრივი მოძრაობა ყაზბეგიდან ვაჟას მიმართულებით? რა კვლევის? იყო თუ არა ნაკადები დათვლილი?
2. არ ჩანს ამკრძალავის საგზაო ნიშანი, არც საირმის ქუჩიდან და საერთოდ არ ჩანს ყაზბეგის გამზირიდან, ხე ეფარება. ამიტომ აქ ისევ ყველა უხვევს და ზოგიერთს ვისაც დარღვევა არ სურს უკან დახევა უწევს, იმიტომ რომ უკვე შეხვეულზე ხვდება ამკრძალავი.
3. ერთერთი ამკრძალავი დამონტაჟებულია ზებრა გადასასვლელზე, შშმპ-ის პანდუსზე.
4. bus lane (ავტობუსის ხაზი) არის იმდენად ვიწრო რომ ლურჯი ავტობუსი არ შეეტია და ბევრი წვალების მერე გააგრძელა გზა.ოღონდ კინაღამ სხვა ავტომობილები დაამტვრია. თქვე კაი ხალხო ავტობუსის სიგანე მაინც გაგეზომათ.
5. 2 საავტომობილო ნაკადი, სხვადასხვა მხრიდან ერთდროულად შედის ზებრაზე პეკინის მიმართულებით, სადაც ქვითისთვისაც მწვანეა. ქვეითები აქ თავქუდმოგლეჯილები გარბიან რომ გადარჩნენ.
აქ ასე მოწყობილ გზაჯვარედინზე მძღოლის დაჯარიმება არის უსინდისობა და მეტი არაფერი.

 ტრანსპორტის სამსახურო, სთხოვე საპატრულო პოლიციას იმ ვიდეოკამერებში ჩაგახედონ, რომლებითაც უამრავი ადამიანი დაჯარიმდა, ეგებ კამერებიდან მაინც მიხვდეთ რა კოშმარი მოაწყვეთ იქ. 11 წამში ჩანს, როგორი ცოდნით არის მოწყობილი “უსაფრთხო და კომფორტული” გზაჯვარედინი.
საპატრულო პოლიციას ვთხოვ, რომ ნუ დააჯარიმებთ მძღოლებს ამ გზაჯვარედინზე, სადაც საერთოდ არაფერი არ არის სწორად მოწყობილი. საუკეთესო მაგალითია როგორ არ უნდა გააკეთო რამე. მანამდე კი, სანამ უსამართლოდ დაუჯარიმებიხართ, აცნობეთ თქვენს მეგობრებს არაჩვეულებრივი გზაჯვარედინის არსებობის შესახებ. ეგებ თქვენ მაინც გადაურჩეთ უსამართლო სანქციას.

შეგახსენებთ, რომ ყაზბბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას  მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა გაუქმდა. დავით მესხიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო უამრავი ჯარიმა უსამართლოდ დაიწერა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close