მსოფლიო

სააკაშვილმა უმაღლესი რადას კომიტეტის შენობა დაიკავა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელზეც უკრაინაში ძებნაა გამოცხადებული, მხარდამჭერებთან ერთად სასტუმრო “კიევის” შენობა დაიკავა, სადაც უმაღლესი რადას კომიტეტია. ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს RIA.

“სააკაშვილმა თავის დაჯგუფებასთან ერთად სასტუმრო “კიევის” კარი დაამტვრია, იქიდან დაცვის სამსახურის თანამშრომელი გამოიყვანა და შენობა დაიკავა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და სააკაშვილი ამისთვისად შესაბამისად დაისჯება”, – განაცხადა ლუცენკომ.

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close