მსოფლიო

რა არის ,,ჯაჭვური მიგრაცია” და რატომ ეწინააღმდეგება მას ტრამპი?

მას შემდეგ რაც ტრამპმა გაამკაცრა კონტროლი, უფრო ნაკლები ვიზა გაიცემა ოჯახების გაერთიანებისთვის.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად მოუწოდებს კონგრესს, რომ შეაჩერონ ლეგალური იმიგრანტების სპონსირება, რომლებსაც უნდათ თავიანთი ნათესავების ამერიკაში ჩამოყვანა და ოჯახებთან გაერთიანება. მან თქვა რომ ესეთი “ჯაჭვური მიგრაცია” საფრთხეს უქმნის ნაციონალურ უსაფრთხოებას.
ტრამპის ადმინისტრაციამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ლეგალური იმიგრაციის შესასწავლად. მაგრამ ეს ნაბიჯები დაჩრდილა მისმა სახალხო გამოსვლებმა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ, მისი მოწოდებებით მექსიკასთან კედლის აშენებისკენ და დიდი რაოდენობით ადამიანთა დაკავებისკენ.
ბოლო დროს ტრამპი უფრო ხშირად გამოდის “ჯაჭვური იმიგრაციის” წინააღმდეგ, როცა “ერთ იმიგრანტს შეუძლია ჩამოიყვანოს სხვა შორეული ნათესავები, რადგან არ არსებობს სწორად ჩამოყალიბებული შესარჩევი კრიტერიუმი.”
ამისი დასტურია, როგორც მან თქვა, დეკემბერში, ნიუ იორკში მომხდარი შეუმდგარი ტერაქტი, რომელიც განახორციელა ბანგლადეშელმა კაცმა.
საიმიგრაციო ადვოკატები ამბობენ, რომ არავინ იღებს ვიზას ავტომატურად, რადგან ნათესავი უკვე ამერიკაშია. ყველა იმიგრანტი გადის მკაცრ შემოწმებას და შეიძლება წლობით დაჭირდეთ ლოდინი, სანამ მწვანე შუქს აუნთებენ.
პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს მიეღო კანონი, რომელიც კრძალავს ეგრეთწოდებულ “ჯაჭვურ მიგრაციას,” მაგრამ ამ კანონის მიღების გარეშეც, ოჯახური ვიზების გაცემა 70%-ით შემცირდა 2017 წელს.
ტრამპის ადმინისტრაციის გრძელვადიანი პოლიტიკის მთავარი რწმენა არის, რომ ვიზის გაცემა უნდა იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე.
მაღალკვალიფიცირებული მუშაკებისთვის დროებითი H-1B სამუშაო ვიზების მიღებას უფრო მეტი დრო სჭირდება და მეტ პრობლემებს აწყდებიან, რაც მთელ პროგრამას ანელებს, სამთავრობო მონაცემების მიხედვით.
საიმიგრაციო ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მცდელობა შეიზღუდოს იმიგრანტთა ოჯახის წევრების ჩამოსვლა, არის არაშორსმჭვრეტელური. მათ ჩამოაქვთ “დრაივი და სამეწარმეო სულისკვეთება შეერთებულ შტატებში” განაცხადა სტივ იელი ლოირმა, იმიგრაციის სამართლის ექსპერტმა კორნელის უნივერსიტეტიდან.
აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა სააღსრულებლო ბრძანებას, სადაც მოუწოდა სააგენტოებს მოემზადებინათ ახალი წესები და სახელმძღვანელოები ლეგალური იმიგრაციის სისტემისთვის. აგვისტოში თეთრმა სახლმა მხარი დაუჭირა RAISE აქტს, კანონი შემოთავაზებული ორი რესპუბლიკელი კანონმდებლის მიერ,
რომლის მიზანია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლეგალური იმიგრაციის 50%-ით შემცირება.

ლევან ნათალიშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close