საზოგადოება

რისთვის შეხვდა დავით საგანელიძე ქართული ხე-ტყით დაინტერესებულ უცხოელებს?

ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკურმა მდივანმა, ნინო მეტრეველმა გვითხრა, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე იმ უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც ქართული ხე-ტყით არიან დაინტერესებულნი. როგორც ქალბატონმა ნინომ აგვიხსნა, მას ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა სანდო წყარომ მიაწოდა. მისი საუბრიდან კი გავარკვიეთ, რომ საქმე ეხება საგანელიძის კავშირს ჩინელ ბიზნესმენებთან, რომელიც, თურმე, ახალ ფაზაში გადავიდა.

ნინო მეტრეველი:

_ ვერცერთი უცხოელი ბიზნესმენი ჩვენი ხალხის ასე აბუჩად აგდებას ვერ გაბედავდა, ,,ზევით“, ძლიერი ლობისტები რომ არ ჰყავდეთ, კანონი რომ კანონობდეს და ხელისუფლებაში ოლიგარქები კი არა, საკუთარი სამშობლოს და ხალხის მოყვარული პოლიტიკოსები იყვნენ. ხარაგაულის გვირაბის მშენებლობაზე რომ მძიმე მდგომარეობაა, ამის გამო მუშები დიდი ხანია ჩივიან, მაგრამ ვინაა პატრონი?! არც ამ აფეთქების შემდეგაც არ შეიცვლება არაფერი, რადგან ყველამ იცის, რომ ჩინელ ინვესტორებს, საქართველოში, ოლიგარქ ივანიშვილის ვარსკვლავბიჭუნა _ საგანელიძე მფარველობს. ოლიგარქი საგანელიძე, რომელმაც ფულის გამო ეშმაკს სული მიყიდა, ოლიგარქ ივანიშვილის ხელდასმით ყველაფერზე მიდის.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით საგანელიძე ხე-ტყით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, გუშინ, საპარტნიორო ფონდში შეხვდა. ამაზე ალბათ ნაღარას დასცხებს ხელისუფლება _ ინვესტიციები მოვიზიდეთ და ჩვენს შრომას როგორ ვერ ხედავთ, თქვე უმადურებოო! ესეც რომ არ იყოს, საგანელიძის სახელთანაა დაკავაშირებული ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაზე შემოსავლიანი _ ხე-ტყის ბიზნესი. ამ სფეროში აქამდეც ტრიალებდნენ ჩინელი ბიზმესმენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა მთლიანად იგდებენ ხელში ამ სფეროს. ჩინელი ბიზნესმენები ხე-ტყის გადამუშავებით და ავეჯის წარმოებით არიან დაინტერესებული და ქარხნების გადმოტანასაც გეგმავენო _ გვამცნეს კიდევაც ზარ-ზეიმით.

ხოდა, ამის მერე ვნახავთ უკეთესად  ხე-ტყის უპრაგონოდ ჭრასა და ღვარცოფების მოვარდნას! ქართველ მეწარმეებს რომ ბაზრიდან განდევნიან და უამრავ ადამიანს შეექმნება ფინანსური პრობლემა, ჩინელები თავისი ქვეყნიდან რომ ჩამოიყვანენ მუშა-ხელს, ეს კიდევ სხვა დროს სალაპარაკო თემაა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close