საზოგადოება

ნინო მეტრეველი: ნუ შეჭამეთ ტვინი ნარკოდამოკიდებულებმა და მათმა ლობისტებმა

,,კარგით, ჯანდაბას, ხომ დაგთანხმდით, რომ მარიხუანაზე ციხე არ უნდა იყოს? რაღას აგრძელებთ? ბიუჯეტიდანაც ხომ არ გიყიდოთ ნარკოტიკი, რომ როგორც თქვენ ამბობთ, რელაქსი განიცადოთ და სტრესი მოიხსნათ?! დედა რომ მცირეწლოვან შვილის მიიყვანს ეთერში საჩვენებლად, და მამა შვილის თავს დაიფიცებს, ამათთვის ვიბრძვი, რომ ნარკომანობა მისი თავისუფალი არჩევანი იყოსო, იმათ ჩემი აზრით, მშობლის უფლება უნდა ჩამოართვა!

არც იმას ვფიქრობ, რომ ნარკომანია დაავადებაა. ავადმყოფობას ადამიანი არ ირჩევს. ნარკოტიკის მოხმარება კი არჩევანია, რომელიც მომხმარებელმა კარგად იცის, რითიც გრძელდება… შვილების სხვა უფლებების დასაცავად რომელი გინახავთ გამოსული?! 90-იან წლებში რომ წაგვლეკა პრაქტიკულად ლეგალურმა ნარკოტიკებმა, დაგვავიწყდა? ახლა ამათ ნეტარებას გადავაყოლით თაობა?! მესამე ეტაპი უთუოდ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნა იქნება! “ოცნებაც” არ ჩანს  უარზე. რა ხდება ბიჭებო, ახლა ლეგალური ნარკოტიკის ლობირებით მოგინდათ ფულის კეთება?! დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია კი არა, ბარიგებს და ნარკოტრანზიტს მიხედეთ! არ იცით სად ყიდულობს ეს 300 ათასი ადამიანი ამ “რელაქსს?” თუ არ იცით, მით უარესი თქვენთვის! მაშინ რისთვის გაჭმევთ ამხელა უწყებას პურს?! ნუ მანიპულირებთ ჩვენზე, ამ “ბნელებზე” ვითომ “საღი აზრით”. ჩემს თაობასაც ეყოფა, უამრავი, კაიფში გაპარული და მოძმის ხელით მკვდარი ახალგაზრდები! შეიკეტეთ და იკაიფეთ რამდენიც გინდათ, სხვის შვილებს თავი დაანებეთ!” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close