საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: მოტყუებას და გაცუცურაკებას სამგორელები არავის შეარჩენენ

,,კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ ჯიბეზე ზრუნვას გადაჰყვა და ვერ მოაგვარა გაფუჭებული შიდა გზების პრობლემა. ეს სამგორში ერთ-ერთი ქუჩაა, რომელიც ყოველი წვიმის დროს გუბეებით და ტალახით ისე ივსება, რომ ქუჩაში გავლა შეუძლებელი ხდება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხვდი, ფეხით მოვიარე ოლქი და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში სამგორის და სამგორელების პრობლემების მოგვარებისთვის ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. რაც გაკეთებულია იმდენად მიზერია, რომ ზღვაში წვეთია და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებებიდან მისხალიც არაა შესრულებული. მოსახლეობა გაბრაზებულია. მჯერა, რომ თავის მოტყუებას და გაცუცურაკებას სამგორელები არავის შეარჩენენ”- აცხადებს საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი სამგორში ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close