საზოგადოება

ნათია თოდუა: საქართველოში მოთხოვნადი ჟანრის მომღერალი არ აღმოვჩნდი

ინტერვიუ მომღერალ ნათია თოდუასთან:

_ ნათია, რამ გადაგაწყვეტინა საქართველოს დატოვება?
– საქართველოში თითოეული ცდა უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მუსიკალური კარიერისთვის, ამიტომ უნდა წამოვსულიყავი გერმანიაში.
_ როდესაც გერმანულ გეგმებს აწყობდი, წარმოიდგენდი, რომ იქაურ “ახალ ხმაში” მიიღებდი მონაწილეობას?
– არა, ეს იმდენად სპონტანურად მოხდა, რომ ახლაც ვერ ვიაზრებ, ვერ ვიჯერებ, რომ ამ ეტაპამდე მოვედი.
_ როგორ მოხვდი გერმანულ “ახალ ხმაში”? როგორც ვიცი, შენს მონაწილეობაში დიდი წვლილი გერმანულ ოჯახსაც აქვს შეტანილი?
– პროექტში მონაწილეობა დამოუკიდებლად გადავწყვიტე, რადგან სხვა რეალური გზა მუსიკისკენ არ ჩანდა.
_ მანამდე იყო ქართული და უკრაინული პროექტი. რატომ მოხდა ისე, რომ გერმანიაში უფრო დაფასდი, ვიდრე თუნდაც ქართულ “იქს ფაქტორში”?
– 17 წლის ასაკში დავიწყე ზოგადად სიმღერა და მუსიკაზე ფიქრი. 18 წლის ასაკში საქართველოს “იქს ფაქტორში” მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩემი პოტენციალის დანახვა შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, შანსი არ მომეცა შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. პროექტში The Voice of Germany 26 000 კონკურსანტიდან 12 ნახევარფინალისტში მოვხვდი. საქართველოში კი, გიორგი გაბუნიამ ჩემს გამოსვლას “სასაცილო” უწოდა.
რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია ჩემი ხმის ტემბრი და ჟანრი. არ მიკვირს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ცხადია, რომ ჩემი სტილით საქართველოში ამ ეტაპზე წინ ვერ წავალ, მოთხოვნადი და გაყიდვადი ჟანრის მომღერალი არ აღმოვჩნდი.

წყარო:http://f.dainteresdi.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close