საზოგადოება

,,მოსკოვიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ მის ოჯახს გადასცემენ”

ვალერი კვარაცხელია, ექსპერტი, ჟურნალისტი:

_ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ მის ოჯახს გადასცემენ…

გუშინწინ ახალგორიდან დამიკავშირდნენ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ახლობლები, რომლებმაც მთხოვეს მოსკოვში ჩემი კავშირების გამოყენებით, არჩილის ცხედარის გადმოსვენებაში დახმარების გაწევა.

მათ ვუთხარი, რომ ჩემი შესაძლებლობები ალბათ არ იქნებოდა საკმარისი ამ საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც შევაწუხე ჩემი მოსკოველი მეგობრები რუსეთის სახელმწიფო დუმაში და ვთხოვე დახმარების გაწევა.

დღეს, 5 მარტს, 14 საათზე მოსკოვიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ საკითხი გადაწყვეტილია და, ხვალ,
6 მარტს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს გადასცემენ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ვუსამძიმრებ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რომელიც მათ დაატყდათ თავს.

მადლობა ჩემს მოსკოველ მეგობრებს, რომლებიც ყურადღებით და გულისხმიერად მოეკიდნენ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახურ ტრაგედიას და დაგვეხმარნენ საკითხის გადაწყვეტაში.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიერ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ნატარები უთავბოლო პოლიტიკის უმძიმეს შედეგებს ასე სათითაოდ და ცალ- ცალკე კი არა, მალე, მთლიანად და კომპლექსურად აღმოვფხვრით და ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან ასე საშინლად გაფუჭებული ურთიერთობების მოწესრიგების გზით ვივლით.

ვალერი კვარაცხელია,
5 მარტი, 2018 წელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close