საზოგადოებასაინტერესო

მეცნიერების ახალი დასკვნა, რომელიც ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ხსნის

  ,,ისინი მზიან ამინდში, აშშ-ს ბაზიდან 1945 წლის 5 დეკემბერს აფრინდნენ. 15 წუთში კი მეთაურმა ბაზას აცნობა, რომ ხომალდზე კრიტიკული სიტუაცია იყო. მათთან თვითმფინავი გაგზავნეს 13 კაციანი ეკიპაჟით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ თვითმფრინავი იმ დროისთვის ყველაზე თანამდეროვე მოწყობილობებით იყო აღჭურვილი, მაგრამ მალევე ისიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა ამ თვითმფინავებისა და ხალხის უკვალოდ გაქრობის მიზეზი“.
  ეს არის ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებული ერთ-ერთი შემთხვევა, როცა  ევენჯერის ტიპის 5 ბომბდამშენი გაუჩინარდა. მისტიკური ბერმუდის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები ისევ ცდილობენ. ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთზე მგზავრობაზე კი, დღემდე უამრავი ადამიანი უარს ამბობს.
    ბერმუდის სამკუთხედი მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ და მისტიკურ ადგილად მიიჩნევა. ეს მონაკვეთი ატლანტის ოკენეში მდებარეობს. იგი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო რიკომდე და ბაჰამის გავლით უკან ფლორიდამდე. აღნიშნულ ტერიტორიას სამკუთხედის ფორმა აქვს , სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც. მას ხშირად ეშმაკის სამკუთხედსაც უწოდებენ. ბოლო 100 წლის განმავლობაში აქ 100-მდე საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტი გაუჩინარდა ამ ტერიტორიაზე.
  ბერმუდის სამკუთხედში საიდუმლო  გაუჩინარებების შესახებ პირველად სტატია გამოაქვეყნა  “Associated Presss”-მა , მისი ავტორი კი ვინსენტ გლადისია, რომელმაც 1964 წელს დაწერა აღნიშნულის  შესახებ.
  განვითარებულ პარანორმალურ მოვლენებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი უცხოპლანეტელთა გატაცებებს აბრალებს ,ზოგი კი ამის მიზეზად დროის ხვრელებსა და სხვა განზომილებებს ასახელებს. მაგრამ მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად ათამდე ჰიპოტეზა აქვთ.
  ერთ-ერთის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედთან არის ძლიერი მაგნიტური ველი და პარანორმალურ მოვლენებსაც ის იწვევა. ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა, რომ ამ ტერიტორიაზე კომპასის ისრებიც კი სწრაფად მოძრაობენ და სანავიგაციო მოწყობილობები მწყობრიდან გამოდიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გეოგრაფიული ჩრდილოეთი და მაგნიტური ჩრდილოეთი ერთმანეთს ემთხვევა, რაც ელექტრო-მაგნიტური შტორმების წარმოქმნას იწვევს. უამრავი ადამიანის გაუჩინარების მიზეზი შესაძლოა, ამ მონაკვეთის ასეთი ძლიერი მაგნიტური ველი იყოს.
  მეორე მოსაზრებით, პარანორმალური მოვლენების მიზეზი გოლფსტრიმის დინებაა, ის ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გოლფსტრიმი ხომალდების ნამსხვრევებს ბერმუდიდან შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.
  სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერების ახალი ვერსია გაჟღერდა ბერმუდის სამკუთხედის შესახებ, რომელიც  სხვა მოსაზრებასთან შედარებით ყველაზე რეალურად მიიჩნიეს. ბერმუდის მოვლენების გამომწვევი მიზეზი ჭარბი რაოდენობის მეთანის აირი დასახელდა. ოკეანის ფსკერიდან ამოსული აირი ბუშტად გარდაიქმნება, იზრდება, ზედაპირისკენ მიიწევს და იქ ფეთქდება. ამის შემდეგ აირი ჰაერში ადის. მეთანის ბუშტი წყლის სიმკვრივეს ამცირებს, რის შედეგადაც ხომალდი წყალში ჩაძირვას იწყებს. ამ გიგანტურ ბუშტებს თვითმფრინავის ჩამოგდებაც კი შეუძლიათ.
  პირველი ფაქტი 1840 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუს პორტთან იალქნიანი ხომალდი იპოვეს,  გემზე იალქნები აღმართული იყო, ასევე ხელუხლებელი დახვდათ გემზე არსებული ყველა საჭირო მოწყობილობა, მაგრამ გემის ეკიპაჟის მიგნება ვერ შეძლეს.
   ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში, ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობისას, მეზღვაურმა შეამჩნია ამ ადგილას უჩვეულო მოვლენები, მაშინაც კომპასმა სწრაფად და განსხვავებულად დაიწყო მოძრაობა, რის შედეგადაც მეზღვაურებში ატლანტის ოკეანის ამ ნაწილმა შეიძინა მისტიკური ადგილის სახელწოდება.
  მკვლევართა ნაწილი ამ უცნაურ მოვლენას უკავშირებს , 10 ათასი წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ქალაქ ატლანტისს, რომელიც ამ მონაკვეთის ფსკერზე უნდა იყოს ჩაძირული. პლატონის მოსაზრებით, ქალაქი ატლანტისი საოცრად განვითარებული იყო არქიტექტურული თვალსაზრისით და სხვა ქალაქებთან შედარებიტ ცივილიზაციის მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იგი სიმდიდრისა და კულტურული განვითარების ეპიცენტრს წარმოადგენდა. ამიტომ საზოგადოების აზრით, ქალაქი ატლანტისი სწორედ ატლანტის ეკეანეში უნდა ჩაძირულიყო. საზოგადოება ბუნების ამ ორ ფენომენს, სწორედ საიდუმლოებით მოცული ისტორიების გამო უკავშირებს.
 მეცნიერების რამდენიმე მოსაზრების მიუხედავად ზუსტად არავინ იცის, სად და როგორ გაუჩინარდა 1000-მდე ადამიანი და რატომ არის ბერმუდის სამკუთხედი ასეთი საშიში.
მარიამ თოდუა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close