საზოგადოება

მარგველაშვილი, ვასაძე, მუჯირი… – ვის ანდო პატრიარქმა ტახტი?

ყველასათვის მოულოდნელად, დღეს, კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ტახტის მოსაყდრე აირჩია.

ქაშუეთში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს მიმართა, გიორგობა დღე მიულოცა და ბრძანება წაიკითხა:

”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, – ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში, რომელიც მისი თქმით, დღეს დაიწერა.

შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს და ასევე ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია. ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს – მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.

შიო მუჯირს სასულიერო განათლება რუსეთში აქვს მიღებული. იგი სწავლობდა მოსკოვში, წმ, ტიხონის სასულიერო სასწავლებელი. თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ლოიალურია რუსული ეკლესიის მიმართ და მისი პოლიტიკური ორიენტაცია სწორედ რუსეთისკენაა გადახრილი. ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ შიო მუჯირი ქართველი ბიზნესმენის ლევან ვასაძის ბავშვობის მეგობარია. ვასაძე გამოირჩევა თავის ანტიდასავლური და ფუნდამენტალისტური რიტორიკით.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა შიო მუჯირის ერისკაცობის დროინდელი ფოტო:

მარცხნიდან: პირველი – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მეორე – ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მეოთხე – შიო (ელიზმარ) მუჯირი.

.

წყარო: jam-news.net

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close