საზოგადოებაცხოველთა სამყარო

თამაზ ალიზბარაშვილი: არ გადავიხდი ჯარიმას და წავალ ციხეში, მე დანაშაული არ ჩამიდენია…

ინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილებაში ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით, ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შ გამოძიება დაიწყო
საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც
ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

თამაზ ელიზბარაშვილმა გადაცემა ,,რეაქცია”-ში იმ ფაქტზე ისაუბრა, რომლის გამოც, მის მიმართ გამოძიება დაიწყო. ის ამბობს, რომ ერთსაათიანი ვიდეომასალიდან მხოლოდ ამ ფაქტზე ყურადღების გადატანა შემთხვევით არ მომხდარა და ეს გამოიყენა იმან, ვინც მას ებრძვის. ,,შევარდნაძის დროსაც დამიჭირეს, სააკაშვილის დროსაც და ახლაც მიჭერენ” _ განაცხადა გადაცემაში ელიზბარაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close