საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისის სარემონტო სამუშაოებში თავად მონაწილეობს

დღეს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ზაზა ხატიაშვილი გაეცნო ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და პირადად მიიღო მონაწილეობა სარემონტო სამუშაოებში.

.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სამდღიანი ვიზიტით დასავლეთ საქართველოში იმყოფება და ქუთაისსა და ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობებში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მომიტორინგს ახორციელებს. მიმდინარეობს ოფისების შეკეთება, ბათუმში სახურავის განახლება, ინფრასტრუქტურის მომზადება და თანამდროვე სტანდარტებით აღჭურვა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისებში წარმატებით ხორციელდება შეხვედრები აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარეობს ადვოკატთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და სემინარები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმომადგენლობები და ოფისები გააჩნია ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close