საზოგადოება

,,ვაჩუქოთ უსახლკაროებს ნამდვილი ახალი წელი”

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოხატონ გაჭირვებულების მიმართ და ერთად აჩუქონ მათ ახალი წელი.

ლაშა ჩხარტიშვილი:

_ ერთად ვაჩუქოთ ქუჩაში მცხოვრებ და “მომუშავე” ბავშვებსა და მოხუცებს ნამდვილი საახალწლო ზეიმი…. ვისაც რითი შეგვიძლია, თუნდაც მცირედი კანფეტებით, მეორადი სათამაშოებით ან ტანსაცმლით ან და.. პლედითაც კი… დავეხმაროთ მათ და ამასთანავე, გავახალისოთ ისინი ერთად.. ვისაც როგორ შეგვიძლია და ვისაც რისი ნიჭი გვაქვს… მუსიკალურ ინსტრუმენტზე შესრულებით, ფოკუსებით, სხვა სანახაობით ან სხვა რამით.. გთხოვთ, მსურველებმა მოგვწეროთ სასაუბროში.. ჩვენ აღნიშნულ ზეიმს უკვე მეორედ ვაორგანიზებთ, ამჯერად “დემოკრატიის ინსტუტთან” ერთად, მისი ორგანიზატორი “მწვანე ტურებიცაა”… რომლის სახელითაც გავათამაშებთ ტურის ბილეთს.. ამასთანავე ორგანიზებას გავუკეთებთ, ზემოხსენებულ ღონისძიებას.. გთხოვთ არ დაიზაროთ არ დაინანოთ, თუნდაც სულ მცირედით და მინიმალურით, ვინც როგორ მოვახერებთ, გავუხალისოთ ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ცხოვრება… გთხოვთ საქველმოქმედო, “საახალწლო-საშობაო” ღონისძიების მხარდაჭერის მსურველებმა, მოგვწეროთ სასუბროში ან დაგვირეკოთ ნომერზე 558 29 69 89.. 15 იანვრის ჩათვლით.. თავად ღონისძიება კი დაგეგმილია 19 იანვარს, ნათლისღების დღეს..

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close