საზოგადოება

ექსპერტები გაოცდნენ, როცა კუბო გახსნეს და სალვადორ დალის ულვაში დაინახეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალვადორ დალის გვამს ექსგუმაცია ჩაუტარეს, რა დროსაც, ექსპერტებმა  გაოცება ვერ დამალეს. ამის მიზეზი გახლდათ მხატვრის ულვაში, რომელმაც თავისი ფორმა შეინარჩუნა მხატვრის გარდაცვალებიდან 28 წლის შემდეგაც.

,,ისინი კვლავ ინარჩუნებენ კლასიკურ ფორმას, 10:10″ – განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა. მხატვარის ცხედარი ბალზამირების გამო კარგად იყო შემონახული. ცნობილია, რომ ივნისის ბოლოს, მადრიდის სამედიცინო სასამართლოს ექსპერტებმა აიღეს სალვადორ დალის დნმ-ის ანალიზი. მათ უნდოდათ, რომ დაედგინათ მისი შესაძლო მამობა პილარ აბელ მარტინესთან. ანალიზის შედეგები ცნობილი სექტემბერში გახდება. შეგახსენებთ, რომ ცნობილი მხატვარი დაკრძალული იყო თეატრ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სკლეპში, ქალაქ ფიგერასესში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში. იმისათვის, რომ სალვადორ დალის კუბო გაეხსნათ, ექსპერტებმა ამოწიეს ქვის ფილა, რომლის წინაც იყო 1.5 ტონა.

სოლომე მგელიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close