საზოგადოება

ესენი ,,სტრატეგიულ საკითხებს უნდა წყვეტდნენ, თუ სახაჭაპურეებისა და მარკეტების გახსნაზე დარბოდნენ?”

„ლაღიძის წყლების აღდგენის გარდა პრობლემა აღარ აქვს ჩვენს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას… პრემიერი, ვიცე-პრემიერი, დედაქალაქის მერი ერთად ეკვეთნენ ამ სირთულეს და ისეთი პათოსით, ჰარიქა, დაკარგულ ტერიტორიებს ვიბრუნებთ, მგონი!

გუშინ კიდევ ბიძინეს სუპერმარკეტი გახსნა ამ ტრიომ ზარ-ზეიმით. ამიხსენით, აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სტრატეგიულ და კონცეპტუალურ საკითხებს უნდა წყვეტდნენ, თუ სახაჭაპურეების და მარკეტების გახსნაზე დარბოდნენ?

რა ყველაფერში კომიკურები უნდა იყვნენ…“- ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „გალერია თბილისის“ გახსნასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა „ლაღიძის წყლების“ აღდგენის თაობაზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close