საზოგადოება

გენერალი სამსონ ქუთათელაძე მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლეს _ მკვლელობის ახალი დეტალები

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც რუსთავში, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძეა. თვითმხილველთა თქმით, მოკლული დაცვის თანამშრომელმა იპოვა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოკლულის ცხედარი ჯერ არ გამოუსვენებიათ.
ევრონიუსის წყაროს ინფორმაციით, ის მაყუჩიანი პისტოლეტით ჩაცხრილეს საკუთარ კაბინეტში. გარდაცვლილს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.
სოსო ქუთათელაძე 1964 წელს დაიბადა. 1991 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2001 წლამდე მსახურობდა საჩხერის ბატალიონში; 2001 წლიდან – ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში; 2004-2006 – წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი.
2008 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
გენერალი სოსო ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.
იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.
გენერალი ქუთათელაძე დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close