საზოგადოება

გამოვიდეს მალხაზ მაჩალიკაშვილი და თქვას, რას გულისხმობდა სიტყვებში:,,…პანკისი საქართველოსი აღარ იქნება”?

პანკისში მოკლული ბიჭის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 0 ახალი განცხადება გააკეთა. მან თქვა: ,,ვპირდები ქართველებს, პანკისი საქართველოსი აღარ იქნება”. აღნიშნულმა განცხადებამ მოსახლეობაში გაღიზიანება გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უფლებადამცველმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, გიორგი თევზაძემ.

,,უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ მალხაზ ჩალიკაშვილის ოჯახს. მესმის, რა მძიმე ტრაგედიაა ოჯახიდან შვილის დაკარგვა. მიმაჩნია, რომ სამართალდამცველმა უწყებებმა სრულად უნდა გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და საზოგადოებამ უნდა შეიტყოს რეალობა, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის განცხადებას: ,,ვპირდები ქართველებს, პანკისი საქართველოსი აღარ იქნება”. ეს უფრო ემოციურ განცხადებად მიმაჩნია და სამართლიანობის დადგენასთან კავშირი არ აქვს. ეს სიტყვები შესაძლებელია, ისეთი ინტეპრეტაციით გაიგოს ხალხმა, რაც არ იგულისხმა მისმა მთქმელმა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილმა უნდა გააკეთოს განცხადება და ახსნას, რა იგულისხმა? საქართველოში ოდიდგანვე, ყველა, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და დასახლდა, ქართველებმა გულით და მეგობრულად მივიღეთ, ჩვენს ძმებად მივიჩნიეთ და ასეთივე განწყობას ვიმსახურებთ მათგანაც” _ განაცხადა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close