პოლიტიკა

ბორჯომის მერობის კანდიდატად ,,პატრიოტთა ალიანსმა” გადამდგარი საკრებულოს თავმჯდომარე დაასახელა

,,ბორჯომში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იქნება. ბორჯომელებო, დაუჭირეთ მხარი ზაზას. ის წესიერი და გულისხმიერი ადამიანია. ასეთი ხალხი გვჭირდება მერიაშიც, საკრებულოშიც და პარლამენტშიც” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ჩაჩანიძე ბოლო დრომდე იყო ბორჯომის საკრებულოს ხელმძღვანელი და არჩევნების წინ, ის თანამდებობიდან გადადგა. ოპოზიცია მას ხშირად აკრიტიკებდა და გარკვეულ ბრალდებებსაც უყენებდა. ერთ-ერთი ბრალდება მისი და გამგებლის საეჭვო ალიანსი იყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close