საზოგადოება

,,არც გაბედოთ გინება და შემოპასუხება, თორე თქვენზე ნაკლები ქიზიყელის დედაც”

,,ქიზიყელი ინდოელები

ნათესავი მყავს წნორში. ნარიმანიშვილი ანზორი… მიწის პრივატიზაცია რომ დაიწყო, 4 ჰექტარი დაიკანონა. ალაზნის სარწყავი არხი ცხვირწინ გადიოდა და ჩხირი რომ ჩაერჭო, ერთ კვირაში ფესვს იკეთებდა. რამდენიმე წელში ეს ადგილები გაუვალ ჯაგნარად იქცა… მათ ბედზე გამოჩდნენ ინდოელები და ამაყმა ქიზიყელებმა ,,ამოისუნთქეს”. ქალებს მზითევი არ მოაკლეს და ვაჟებს მერსედესი… მალე საკარმიდამო ნაკვეთებსაც დაადგეს თვალი და მამა-პაპის ნასახლარიც დაახურდავეს…

ინდოელებმა ტექნიკა შეიძინეს. რამდენიმე წელში, სატურეებად ქცეული ძეძვი ამოძირკვეს და კულტურული მცენარეები გაახარეს… დღეს ავთვალს არ ენახება მათი ბაღ-ვენახები, თუმცა ავადმყოფ ქვეყანაში ავთვალს რა დალევს და აიჯაგრნენ უბატონო ქიზიყელები “საკუთარ სამშობლოში, ინდოელების მოჯამაგირეობა რა საკადრისიაო”… ჰოდა მიადგნენ მთავრობას წარბ აწეულნი. ვინ მოგცათ უფლება ქართულ მიწებს რომ ყიდით და ამ გადამთიელებს თავზე გვასვამთო?! ჰაჯა-მარჯას სამოთხის ბაღს ბოღმით გახედეს და “ჩამომთესლები” მოუკითხეს ჯიგრულად… ჰაჯა-მარჯამ ხელისუფლებას მიმართა, მავიწროებენო… ბოლოს მიხვდა, რომ ხელისუფლებას ხელები დაბანილი ჰქონდა და ჰაჯა მარჯამაც გააჯვა საქართველოდან…

დღეს მარჯას მსგავსად კიდევ ბევრ ინდოელს მოუწევს გუდანაბადის აკრეფა… ალაზანის ველი კი ისევ ჯაგნარად გადაიქცევა, მანამდე სანამ სხვა გადამთიელი გამოჩნდება, რომელსაც ისევ მიჰყიდიან საკუთარ მამულებს უბატონო ქიზიყელები და ასე, წართმევიდან გაყიდვამდე, გაყიდვიდან წართმევამდე იარსებებენ ბოლო ჟამის გაბრწყინებამდე.

პ.ს. არც გაბედოთ გინება და შემოპასუხება, თორე თქვენზე ნაკლები ქიზიყელის დედაც!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნუგზარ სულა სულაშვილი.

რედაქციისგან: როგორც ჩანს, ნუგზარ სულა სულაშვილი euronews.ge -ს სტატიას გამოეხმაურა, რომელიც წნორში, ინდოელების ყოფას შეეხება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close