საზოგადოება

ავტომანქანის ტექდათვალიერების გარეშე მართვის შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, – აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
 როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომელის ფარგლებშიც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდება. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტური, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობთ, არსებული ჯარიმის ოდენობა – ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი, მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია. 

შესაბამისად, ცვლილებები გამოიწვევს გადასახდელის რაოდენობის ზრდას, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით.

წყარო: interpressnews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close