ჯანდაცვა

,,პაციენტებს ქიმიო-თერაპიის დროს, ძლიერი წამლების ნაცვლად, არაფრისმაქნის წამლებს უკეთებენ”

EURONEWS.GE -მ გამოაქვეყნა თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთნის სკანდალური ნაამბობი. სტატიაში მედიცინის მუშაკი ჰყვება, რომ საქართველოში, ჯანდაცვის სფეროს პატრონი არ ჰყავს, რითაც ზარალდებიან ექიმები, ექთნები, სანიტრები და პაციენტები, ერთეული ადამიანები კი მათ ხარჯზე მდიდრდებიან. ფარმაცევტული კომპანიების მიერ შესყიდულ საავადმყოფოებში პაციენტებს იმაზე მეტს ახდევინებენ, რაც უნდა გადაიხადონო, განაცხადა მან. ექთანმა ისაუბრა მედპერსონალის მდგომარეობაზე და გვითხრა, დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ვმუშაობ, თუმცა მხოლოდ 80 თეთრს მიხდიანო.

წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. აი, რას წერს ხალხი: 

ჯულიეტა წამალაშვილი:

_ მე ემიგრანტი ვარ. რაც აქ თავს გადამხდა, მანდ რომ მომსვლოდა, ჩემს ოჯახს დიდი ხნის გამოტირებული ვეყოლებოდი. შიშით, მაგის გამო ვერ ჩამოვდივარ… ამბობენ, ფსბ -ზე ლინკი იდოო, მე არ შემინიშნავს, სადაც  თურმე ეწერა, რომ პაციენტები, რომლებიც  ქიმიო-თერაპიის კურსს გადიოდნენ, ძლიერი წამლების ნაცვლად, არაფრის მაქნის წამლებს იკეთებდნენ. ასე ვთქვათ, მათ წამლებს უცვლიდნენ_  კარგ ინახავდნენ თავიანთი მიზნებისთვის. ასეთი რაღაცეები რომ მესმის, ცუდისკენ ვფიქრობ. არაფერი გვეშველება, თუ კანონი არ გამკაცრდა და მარტო მე კი არა, ყველა, ვინც სათავეში დგას, მათგან დაწყებული, ყველას უნდა გვეშინოდეს. უნდა შეგვეძლოს, კანონის ფარგლებში მოვიპოვოთ ის, რაც გვეკუთვნის დს არა თვალები დავხუჭოთ.

მანანა ცერცვაძე:

_ უნდა დაასახელოთ თითოეული კლინიკა და სადაზღვევო კომპანია. არ იყიდოთ არავინ ის წამლები, რომლებსაც ექიმები გიწერენ და გუბნებიან, ამ აფთიაქში იყიდეთო. მთლიანი მედპერსონალიც რომ ერთად იბრძოდეს, პაციენტებთან ერთად, იქნება რაღაცას მივაღწიოთ. საშინელებაა, როცა ექიმთან მიაღწევ ძლივს შეკოწიწებული ორი კაპიკით და არ გჯერა ექიმის დიაგნოზის. ფიქრობ, ამ წამლებს იმიტომ გიწერს, ვიღაცისგან დავალება აქვს მიცემული.

 ლიკა ჯახაია:

_ ექიმმა მე პირდაპირ მითხრა, რომ  მივსულიყავი პსპ-ში და მანდ მეყიდა წამალი, მაგრამ არ ვიყიდე იმიტომ, რომ ზედმეტი მეჩვენა ეგ წამალი. უკვე დავიღალე, ყველა სხვადასხვა აფთიაქში გიშვებს.

 ნელი ნელიკო:

_ მთელმა საქართველომ იცის, ვისიცაა სააფთიაქო ქსელი, მაგრამ ხმას ვერავინ იღებს. გაღატაკებულ მოსახლეობას უარესად ფცქვნის.

მიმოზა ჭყონია:

_ ეს პრობლემები რომ დიდი ხარია არის საქართველოში, მე ვიცი. არ ვარ მედიცინის მუშაკი და დავიჯერო თავგასიებულმა სერგეენკომ არ იცის რა ხდებაა? მართლა გმირები არიან ჩვენი ქართველი ექიმები და ექთნები, ყველა მედიცინის მუშაკი, ასეთ პირობებში რომ მაინც არ ღალატობენ პროფესიულ მოვალეობას.

ლია ხიდაშელი:
_ კვალიფიკაციას ნუ იკითხავთ! ,,ევექსი”-ს კლინიკაში ვითომ ყველაზე თანამედროვე, უვიცი ექიმების ჯოგია! ყურის ტკივილით მივედი, თვე ნახევარი მატარა, ხან რა დამინიშნა, ხან რა! ძვირიანი, რა თქმა უნდა და დარიგებაც მოაყოლა, აუცილებლად ,,ჯიპისი”-ში იყიდეო! გამწარებულმა სხვა ექიმს მივმართე. ერთ ვიზიტში მომიხსნა პრობლემა სულ იაფიანი მედიკამენტით! ასეთი შემთხვევები უამრავია.

  გიორგი გიორგაძე:

_ მოსპეს ხომ კორუფცია? უარეს გაჭირვებაში ჩააგდეს მოსახლეობა უგუნური გადაწყვეტილებით. კორუფციის დროს არ ხდებოდა ამხელა თანხის გადახდა, რასაც ახლა იხდის გაჭირვებული ადამიანი. რა დედა… ხელისუფლება გვყავს, ასეთ კანონებს რომ იღებენ.

მაია ნოზაძე:

_ ბავშვს საკვერცხეზე კისტა ჰქონდა და ერთ-ერთ საავადმყოფოში კინაღამ აპენდიციტზე გაგვჭრეს. იმიტომ, რომ ქირურგს ფული აეღო. პატრონი რომ არ მყოლოდა, ორი ოპერაციისას გადამახდევინებდნენ. ღვთის წყალობით პატრონი გამოგვიჩნდა.
თეა ტყეშელაშვილი:

_ არ გაიხაროს იმ ბავშვების ცოდვით ისეთმა მედიცინის მუშაკმა, რომელიც, ფულის გამო, ბავშვს დააინვალიდებს. ასეთები ბევრია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ჩალითაა დახარული.

ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close