საზოგადოება

სოფიკო ტყეშელაშვილი: ავად ხარ, ერო, ავად!”

,,ავად ხარ, ერო, ავად! იმდენად ავად, რომ ჯანმრთელი ნაწილი ვეღარ გადაგარჩენს!

და მთელი უბედურება იმაშია,რომ დაავადებულ ნაწილს სხვა ჰგონია დაავადებული.

აბა ,თუ ჯანმრთელი ხარ,რატომ უნდა ინატრო ეკლესიის, საფლავების დაწვა და ზოგადად რაიმეს დაწვა.

P.S. ისე,ჩვენთან ჭკუით, გონებით, სიბრძნით ხალხის გამორჩევა მოდაში აღარ არის.

სისულელეების დაბრეხვებით, იცოცხლე, ჰოდა,
გილოცავ , ერო, შენი წიაღიდან ახალი ვარსკვლავი ამოენთო!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოეტი, სოფიკო ტყეშელაშვილი.

მისი კომენტარი ეძღვნება პოლიტიკური მოძრაობა ,,გირჩის” წევრის, მარიტა რატიანის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:

,,ჩემი სახლიდან, ჩემი მაგიდიდან, კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, პირდაპირ ჩანს მთაწმინდა.
(არაერთხელ მიახლებია მტკიცებულება ფოტოს სახით).
მოვდიოდი სახლში და მეთქი ფანჯრიდან დავინახავ, რა ხდება.
ერთი მომენტი, ვიფიქრე, რომ ნეტაი მამადავითი დაიწვებოდეს, საინტერესო პრეცედენტი დადგებოდა.
მერე ვიფიქრე, რომ არა, რამდენიმე კარგი ადამიანის საფლავი მიყვებოდა. 
მერე ვიფიქრე, რომ ამ საფლავებს და მატერიალურ ხელშესახებელს რატომ ვცემთ ამდენ პატივს, ნუთუ ჩვენთვის ადამიანი ჩვენსავე ფიქრებში უფრო ძვირფასი და ფასეული არ არის, ვიდრე ის ადგილი, თუ სად არის ჩაფლული?
(მე, პირადად, მინდა კრემაცია გამიკეთონ, არ მსურს თუნდაც რამდენიმე კვადრატული მიწა დავკარგო ჩემი მკვდარი სხეულის შესანახად).
მერე ვიფიქრე, რომ კიდევ უფრო არა, სახელმწიფო თავს მოიკლავდა და უფრო დიდ ეკლესიას ააშენებდა იქ.
მოვედი სახლში და ხანძარი ან ჩამქრალია, ან მთაწმინდის მთის სხვა კალთაზეა.
ჩემი ფიქრები გფარავდეთ.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close