ეკონომიკა

სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი ხაზი 2019 წელს აშენებული უნდა იყოს.

„ეს ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად აშენდება, უბრალოდ შეიძლება, რაღაც ვადის კორექტირება მოხდეს, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით, დაახლოებით 2019 წლისთვის უნდა იყოს ეს ხაზი აშენებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის გეგმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2018-2020 წლებისთვის ელექტროენერგეტიკის სექტორში დადგენილ ტარიფებში არ გაითვალისწინა, რადგან სემეკის წევრების განმარტებით, „საქრუსენერგომ“ ვერ დაასაბუთა, სომხეთის მხრიდან განსახორციელებელი სამუშაოები დათქმულ ვადებში შესრულდება, თუ არა.

„რა თქმა უნდა, სემეკი იღებს მხედველობაში იმას, რაც რეალურად განხორციელებადია. თუ მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვები იმასთან დაკაშირებით, რომ შეიძლება ამ ვადებში ვერ მოესწროს, თავისთავად, ამ ინვესტიციას არ გაითვალისწინებდა ტარიფის კომპონენტში’, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close