საზოგადოება

,,ისლამური სახელმწიფო” ევროპას საშობაოდ ტერაქტებით ემუქრება

“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები საშობაო დღესასწაულებზე ევროპის დედაქალაქებში ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან. მუქარის შემცველი მოწოდებები და სურათები ინტერნეტის საშუალებით, ძირითადად მესენჯერებით ვრცელდება.

ტერორისტები თავიან მომხრეებს მოუწოდებენ თავდასხმები განახორციელონ საშობაო ბაზრობებზე, ღონისძიებებზე და ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებზე.

ერთერთ სურათზე გამოსახულია მუხლებზე დაჩოქილი სანტა კლაუსი, რომლის უკანაც კაპიშონიანი ტერორისტი დგას.

ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გავრცელებული მესიჯები იწყება სიტყვებით – “მალე თქვენს დღესასწაულებზე”, სადაც ტერორისტები მიანიშნებენ, რომ ევროპის დედაქალაქები საშობაოდ თავდასხმას უნდა ელოდონ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ბერლინში ტერაქტი სწორედ საშობაო ბაზრობაზე მოხდა, როდესაც ხალხში სატვირთო ავტომანქანა შევარდა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close