განათლება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს უმაღლესი განათლება მოეთხოვება

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ საფუძველზე, „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“  შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც 2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს უმაღლესი განათლება მოეთხოვება. სტანდარტში ერთ–ერთი პირველი სწორედ პედაგოგის განათლების საკითხია. „აღმზრდელ-პედაგოგის განათლების ნაწილში განსაზღვრულია სწავლის სფეროები, აკადემიური ხარისხები და სამუშაო გამოცდილება, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დასაწყებად“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც უკვე დასაქმებულები არიან, თუმცა მხოლოდ პროფესიული განათლება აქვთ,  როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ნინო ბესელიამ უთხრა, შეუძლიათ, სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული გაიარონ და მიიღონ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი.

„ამ ეტაპზე პროფესიული განათლებაც არის საკმარისი, რომ ბაღის აღმზრდელი გახდე. ვისაც აქვს პროფესიული განათლების დიპლომი, მათ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე შეუძლიათ, რომ გაიარონ ტრენინგ-კურსი და აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიიღონ და შემდეგ ისინი დარჩებიან ბაღებში. 2024 წლის 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება სპეციალური მიმართულების – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელ-მასწავლებლის დიპლომი, ან ბაკლავრის ხარისხი მომიჯნავე სპეციალობებში“, – ამბობს ნინო ბესელია.

აღმზრდელპედაგოგის პროფესიული სტანდარტის მეორე თავი  აღმზრდელპედაგოგის განათლებასეხებარომლის მიხედვით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული, ხოლო სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი,აღმზრდელპედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთერთ შემდეგ მოთხოვნას:

ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში,  ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ჰქონდეს  ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი კი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში 2024 წლის 1 სექტემბრიდანდასასაქმებელი აღმზრდელპედაგოგი კი უნდა აკმაყოფილებდეს ერთერთ შემდეგ მოთხოვნას:

ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;

ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

ხოლო მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ზემოაღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს  უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის. სტანდარტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება.სტანდარტი სავალდებულოა ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) აღმზრდელ-პედაგოგისათვის.

სტანდარტი 4 ნაწილისგან შედგება:

ა) აღმზრდელ-პედაგოგის განათლება;

ბ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული მახასიათებლები;

გ) სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი;

დ) აღმზრდელ-პედაგოგის  უწყვეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

წყარო:edu.aris.ge/

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close