მსოფლიო

,,სიკვდილი დიქტატურას!” – ირანში მეორედ მოსვლაა

თეირანში დემონსტრანტებმა დაიკავეს ქალაქის რამდენიმე რაიონი და დაწვეს მერია. დედაქალაქში „მოლოტოვის კოქტეილები” დაფრინავენ. იუწყებიან ასევე თეირანში „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” სამხედრო ბაზის დაკავებაზეც. ქერმანში შტურმით აიღეს გუბერნატორის რეზიდენცია არაქში შტურმით აიღეს პოლიციის სამმართველოს შენობა.
ქვეყნის სხვადასხვა წერტილებში აჯანყებულებმა დაიკავეს სამხედრო იარაღის ბაზები.ლურისტანში დემონსტრანტების მიერ ასევე დაკავებულია „ბასიჯის” (ისლამური წესრიგის დარაჯების) სამხედრო ბაზა. აჯანყებამ მოიცვა ირანის 70-მდე ქალაქი, ირანის თითქმის ყველა რეგიონი. პროტესტი მძვინვარებს ასევე სულიერი ლიდერის ჰამენეის მშობლიურ ქალაქში, სადაც დემონსტრანტებმა მისი პლაკატებისა და ბანერების საზეიმო დაწვა მოაწყეს. დადის ხმები, რომ თავად სულიერი ლიდერი თურქეთში გაიქცა, ტელევიზიებში კი მის 2-3 თვის წინანდელ ძველ ჩანაწერებს ატრიალებენ. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე პროტესტის დღეებში ის არ გამოჩენილა. ლურისტანში 6 ქურთი დემონსტრანტია მოკლული, რის საპასუხოდაც, ამავე რაიონში დემონსტრანტებმა „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” კუთვნილი ორი ბანკი გაძარცვეს. ზენჯანში ხალხი ასევე მასობრივად არბევს და ძარცვავს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” კუთვნილ ბანკებს და ქალაქში ფაქტობრივად ანარქია სუფევს.
შირაზში დემონსტრანტებმა დაწვეს ისლამის აკადემია და „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” სავარჯიშო ბაზა, დახიეს აღნიშნული კურპუსის მეთაურის სულეიმანის პლაკატები. მეშხედში ქვებით მოიგერიეს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” რაზმები და მათი გაქცევის შემდეგ დაწვეს მათი მოტოციკლეტები. ისპაჰანში, სადაც ბირთვული ტერიტორიაა და განთავსებულია ურანის კონვერსიის მოწყობილობები, დემონსტრანტებმა დაიკავეს ავიაბაზა. დემონსტრანტების მიერ დაკავებულია ქალაქი არაქიც, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ბირთვული ტერიტორიაა.
გამოსვლები მიმდინარეობს ქალაქ ბუშერეშიც, სადაც რუსეთი აშენებს ატომურ ელექტროსადგურს.ჰამადანში დემონსტრანტებმა დაწვეს „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” ოფისები და რამდენიმე სასულიერო სასწავლებელი.
ქერეჯში, რომელიც ცნობილია ციხეებით, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ირანს, მიუხედავად დიდი წიინააღმდეგობისა, ასევე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა.
სამხრეთ-დასავლეთ ირანში მცხოვრები არაბული და ბოშური თემები ასევე შეუერთდნენ დემონსტრანტებს. სტუდენტური პროტესტი მოეწყო თეირანის უნივერსიტეტთან. ახალგაზრდობა ქვებს ისროდა და სკანდირებდა – „სიკვდილი დიქტატურას!”
ირანის ქურთისტანში 10 დემონსტრანტის სიკვდილის შემდეგ, ხალხმა დაწვა და დაარბია „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” ბაზები და ოფისები.
შაჰინშაჰარში, ისპაჰანის მახლობლად, დემონსტრანტებმა დაწვეს როგორც აღნიშნული ორგანიზაციის ადგილობრივი ბაზა, ასევე მათი მთელი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ავტობუსები და დაეუფლნენ ბაზაში არსებულ იარაღს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close