პოლიტიკა

სერგეი ლავროვი მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსი“-ს ვიზიტს მიესალმება

სერგეი ლავროვი მოსკოვში ფრაქცია „პატრიოტების“ ვიზიტს მიესალმება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საჭიროა დიალოგი და ერთმანეთთან საუბარი.

„ჩვენ მზად ვართ კონტაქტებისთვის სხვადასხვა დონეზე. გვაქვს არხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მონაწილეობით. მზად ვართ, სხვა ფორმატებისთვის, რომლებიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ამაში სარგებელს ვხედავთ. უნდა ვსაუბრობდეთ ერთმანეთთან. ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ. ბევრი საერთო გვაქვს წარსულსა და აწმყოში. მივესალმებით პარლამენტართა ინიციატივებს“, – განაცხადა ლავროვმა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close