საზოგადოება

,,საქართველო მალე გათავისუფლდება ტყვეობიდან, გეშინოდეთ მოღალატეებო!”

   სანდრო ბრეგაძე, ,,ქართული მარში”-ს ლიდერი:

_ ქართული ეროვნული ძალები უნდა მოემზადონ ხელისუფლებაში მოსვლისათვის. დიახ უნდა მოემზადონ, რადგან სახელმწიფოს მართვას მხოლოდ პატრიოტული გული არ ეყოფა. ევროპაში მიმდინარე პროცესები, სადაც ერთმანეთის მიყოლებით იმარჯვებენ ნაციონალისტურ-კონსერვატორული ძალები ნათლად მიუთითებს, რომ ეროვნული იდეოლოგიის გამარჯვება გარდაუვალია. რაც არ უნდა ეცადონ ლიბერასტულ-სოროსული ძალები, რაც არ უნდა დიდი ფული დახარჯონ, მათი დამარცხება გლობალური პოლიტიკის ისტორიული აუცილებლობაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. ეს ყველაზე ნათლად იციან ლიბერასტებმა, მათმა ტელევიზიებმა, მათმა ჟურნალისტებმა, ამიტომაცაა მათ რიგებში პანიკა და ისტერიკა.

უკვე იმდენად დაშინდნენ -გამარგინალდნენ, რომ ქართული ტელევიზიები ამერიკის პრეზიდენტის – ტრამპის გამოსვლებს ბლოკავენ, იტალიაში ნაციონალისტების გამარჯვებას არ გადმოცემს, ავსტრიაში ასევე ნაციონალისტების გამარჯვებას მალავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.ყველანაირად ცდილობენ ხალხს დაუმალონ სიმართლე,ლიბერასტულ სიბნელეში აცხოვრონ. სოროსისტული მედიის ბოსის რუსთავი-2-ის და სხვა ტელევიზიების ეს ქმედება ზუსტი კალკია ბრეჟნევის დროინდელი “ვრემიას” პოლიტიკური პროპაგანდისა, თუმცა როგორც საბჭოთა კავშირი ვერ გადაარჩინა მართალი ინფორმაციების ხალხისთვის დამალვამ, ასევე ვერ გადაარჩენს ლიბერასტებს. წარმოიდგინეთ, იმდენად გამარგინალდნენ-გონება დაეხშოთ,რომ გონიათ ტრამპის დაბლოკვით ტრამპს რამეს დააკლებენ, არადა რეალობა ისაა, რომ რომ ქართულმა მედიამ ტრამპი რაც არ უნდა დაბლოკოს-ტრამპი მაინც ამერიკის პრეზიდენტია და ანადგურებს ლიბერასტულ იდეოლოგიას, რაც არ უნდა დამალოს ევროპაში ნაციონალისტების გამარჯვებები-ევროპაში მაინც ნაციონალისტები იმარჯვებენ. ეს გამარჯვება კი ცუნამივითაა, რომლის ტალღებიც სულ მალე მოაღწევს საქართველოს და ერთიანად წალეკავს ლიბერასტ-სოროსულ სიმახინჯეს. მსოფლიოში სატანისტური იდეოლოგიის აღსასრულის ეპოქა დგება. საქართველოც მალე გათავისუფლდება ტყვეობიდან.

გეშინოდეთ მოღალატეებო!!!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close