საზოგადოება

საქართველოში ყოველდღე იზრდება ხანძრით დაზარალებულთა რიცხვი

თბილისში, გვიან ღამით ხანძარი ისნის ბაზრობაზე გაჩნდა.  ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ,  ხანძარი ისნის ბაზრობაზე, ე.წ. “დაშლილების” ტერიტორიაზე გვიან ღამით გაჩნდა. დამწვარია, დაახლოებით, 1200 კვმ ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში ვერცერთი ბაზრობა ვერ გადაურჩა ხანძარს. საზოგადოებას აინტერესებს, რა ხდება? არსებობს აზრი, რომ ხანძრებით სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისგან ათავისუფლებენ ტერიტორიებს, რათა ის, შემდგომი მიზნებისთვის გამოიყენონ. ასევე არსებობს აზრი, რომ დამწვარი სავაჭრო ობიექტების ადგილზე აუცილებლად აშენდება ,,კარფური”, რომელიც ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ასე, რომ საქართველოში ყოველდღე იზრდება ხანძრით დაზარალებულთა რიცხვი, რომლებიც დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები კი ყურსაც არ იბერტყავენ და ხალხის გასაჭირი ფეხებზე ჰკიდიათ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close