საზოგადოება

,,საქართველოში უმუშევართა არმიაა და მშენებლობებზე თურქები, ინდოელები და ჩინელები არიან დასაქმებულნი”

 თამარ იოვაშვილი, უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე:

_ ორი დღის წინ, თბილისის ცენტრში გაიმართა „ქართველთა მარში“. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც ქვეყნის ბედი და მისი მომავალი სულერთი არ არის. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ მშვიდად უყურონ უცხო ქვეყნების წარმომადგენელი კრიმინალური ელემენტების თავგასულობას, რომლებიც ლეგალურად, თუ არალეგალურად იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთების უმრავლესობას კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლები და თურქეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.

უშუალოდ მარშის იდეა იმდენად სუფთა და პატრიოტულია, რომ ვრცელ ახსნა-განმარტებებს არ საჭიროებს. იგი გაუგებარია, უფრო ზუსტად კი მიუღებელია ფსევდო-ლიბერალებისთვის, ე.წ. „სოროსელებისთვის“, ანუ იმ ელემენტებისთვის, რომლებიც თავიანთ ჰონორარებს დასავლეთის სპეცსამსახურების დავალებებით გამოიმუშავებენ და რომელთა მიზანიც ერის მენტალიტეტის მაქსიმალურად შეცვლაა, რითიც სურთ მიაღწიონ იმას, რომ საქართველო იხილონ ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე.

ახლა მინდა, სხვა რამეზე ვისაუბრო …  პატივცემულო „ადამიანის უფლებათა დამცველებო“, მივმართავ ე.წ. დემოკრატიის პლატფორმაზე მდგომებს, რომელთა რიგებში არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა „იდენტობა“ და „გამჭვირვალობა“ … როცა საქართველოს ეკონომიკაში ჩადებულ უცხოურ ინვესტიციებზე და კაპიტალზე, შექმნილ სამუშაო ადგილებზე (მხედველობაში მაქვს ლეგალური ბიზნესი, მაგალითისთვის თურქული რესტორნები და მაღაზიები) ვსაუბრობთ, თქვენ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იქ დასაქმებული ადამიანების უფლებებზე ? იმ ადამიანების უფლებებზე, რომლებიც თურქი და ირანელი დამსაქმებლების ხელში შრომობენ ? მიზერული ხელფასები, არარეალურად დიდი სამუშაო დღე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევები, სრული განუკითხაობა სამსახურიდან დათხოვნისას … მე არ მესმის თქვენი აღშფოთებებული შეძახილები და მოწოდებები მთავრობისადმი, რათა საკუთარი მოქალაქეების დაცვის ბერკეტები შეიმუშაონ ! ასევე არ მესმის მოწოდებები, შეიქმნას ბერკეტები, სამუშაოზე უცხოეთის მოქალაქეების მიღების დროს ! მაშინ, როცა საქართველოში უმუშევართა მთელი არმიაა, სამშენებლო სამუშაოებზე თურქეთის, ინდოეთის და ჩინეთის მოქალაქეები არიან დასაქმებულები. თუ თქვენი უცხოელი პატრონების შეკვეთებში, ასეთი პუქტები არ არის ? ან თქვენი საქმიანობა სწორედაც რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული ? მიპასუხეთ „დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომო დიდო მებრძოლებო“, როდის გაანებებთ თავს მავნებლურ საქმიანობას და მისცემთ ამ ქვეყანას მშვიდად განვითარების საშუალებას?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close