პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 აპრილს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

შეხვედრის ფარგლებში, დავით ასათიანმა პარლამენტისა და ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიის ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებები და პრიორიტეტები დაკავშირებულია საკანონმდებლო ცვლილებებთან. ამიტომ, ასოციაცია მნიშვნელოვანწილად უნდა იქნას ჩართული საკომიტეტო მოსმენებსა და საკანონმდებლო საქმიანობაში: ,,ადვოკატთა კორპუსმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის მართლმსაჯულების რეალური მონაწილე და ქმნის სამართალს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ადვოკატის როლს და მნიშვნელობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და გამოთქვა მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლოს ადვოკატთა ასოციაციასთან, საქართველოში ადვოკატთა საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისა და ადვოკატის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close