პოლიტიკა

,,საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა”

ზვიად ტომარაძე,საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი:

_ ძალიან კარგი ინფორმაცია!!!
ახლა დავბრუნდი პარლამენტიდან, იურიდიულ კომიტეტმა მე და ემზარ კვიციანს დაგვიკმაყოფილა კიდევ 2 მოთხოვნა:
1. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, სავალდებულო იქნება ქართული ენის და ისტორიის ცოდნა.
2. საგამონაკლისო წესით მიჭების საფუძვლებიდან ამოღებულ იქნა პუნქტი: “ეთნიკური უმცირესობები”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვით ადრე, კანონპროექტში ასევე დაკამყოფილდა ჩვენი ორი მოთხოვნა: 1.უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა გაიზარდა 10 წლამდე.
2. ფიქტიური ქორწინებების გამოსარიცხად 2 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე.
რასაც ვერ მივაღწიეთ ეს არის: 1.ფერეიდნელი და ჰერელი ქართველებისთვის გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭება და 2. უცხოელებისთვის ინვესტიციის გამო მოქალაქეობის არმიცემა, ან მოცულობის (თანხის) ჩაწერა.
გააზიარეთ!!!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close