პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს-,,გაუჭირდება ამ კონსტიტუციას, მოისხას ლეგიტიმაციის მანტია”

  ბაჩუკი ქარდავას თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მას შემდეგ რაც უარი თქვა რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე რჩება ორი ნაბიჯი იმისთვის, რომ “ერთპარტიულმა კონსტიტუციამ” ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვოს.
როგორც ქარდავა განმარტავს, საუბარია ვეტოსა და ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონპროექტზე ხელის არ მოწერაზე.
ბაჩუკი ქარდავას თქმით, მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, ქვეყნის მთავარი კანონი პოლიტიკურად არალეგიტიმური აღმოჩნდება, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
“თუ გადავხედავთ დღეს მის გადაწყვეტილებას ობიექტურად უნდა დავაფიქსიროთ, რომ მან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც კონსტიტუციის კასტრაციისთვის მოწვეული რიგგარეშე სხდომა პირადად მან არ დანიშნა. მე მაქვს მოლოდინი ნამდვილად, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს და მოტივირებულ პაკეტს შენიშვნებისას პარლამენტში შეიტანს, თუმცა არ მაქვს არანაირი იმედი იმისა, რომ ამას გაითვალისწინებს უმრავლესობა. იმიტომ, რომ უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს “ქართულ ოცნებას” მოარგოს კონსტიტუცია და ამის შემდეგ რჩება ბოლო სვლა, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი იმ კონსტიტუციას ხელს, რომელიც მხოლოდ ერთ პოლიტიკური ჯგუფის და ერთი ადამიანის ინტერესს ემსახურება. აქაც მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი ამას ხელს არ მოაწერს.
თქვენ წარმოიდგინეთ კონსტიტუცია, რომელიც იქნება წერილობითი ხელმოწერის გარეშე რამდენად ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს. კი ბატონო არსებობს იურიდიული საფუძველი იმისა, რომ მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწეროს, მაგრამ ქვეყნაში სადაც კონსტიტუციას მხარს არ უჭერს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, ზოგადად საზოგადოებაშია ნეგატიური განწყობა და მას აკრიტიკებს საერთაშორისო საზოგადოება, თუ საბოლოო ჯამში ამ კონსტიტუციას ხელს არ მოაწერს პრეზიდენტი, პოლიტიკურად ძალიან გაუჭირდება ამ კონსტიტუციას, მოისხას ლეგიტიმაციის მანტია,”-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close